მთის ტყეებში მოყვანილი საუცხოო ჩაი — National Geographic საქართველო
Теми: їжа

Початок
ძინგმაის მთის ტყეში ირიჟრაჟა და უძველეს ჩაის ხეს თბილი შუქი მოეფინა.
1,2 მეტრი დიამეტრის ტანისა და ვეებერთელა ფოთლოვანი ვარჯის მქონე ხეს შთამბეჭდავი იერი ჰქონდა და არაფრით ჰგავდა ჩაის პატარა ბუჩქებს, რომლებიც ჩინეთის კომერციულ მეურნეობებში ხშირად მჭიდრო რიგებადაა ჩამწკრივებული. ეს ხე, იუნნანის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სრულიად განსხვავებული იყო.
დაქორწინებული წყვილი, 41 წლის აი ჟუნგი და 36 წლის ქე ლანფანგი, თავიანთ ხანდაზმულ მშობლებთან ერთად, ამ ხის წინ შეიკრიბნენ. ისინი ლოცვას პულანგების – ამ რეგიონის მკვიდრი ხალხის ენაზე წარმოთქვამდნენ. აქ ჩაის ხუთი ტყეა. ერთობლივად ეს ტყეები ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდ და უძველეს ჩაის პლანტაციას წარმოადგენენ. გამოუცდელი თვალისთვის ეს შეიძლება…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.