იზოლირებული ტომების ხიბლი — National Geographic საქართველო
Теми: суспільство

Початок
2018 წლის ნოემბერში ამერიკელი მისიონერი სათევზაო ნავით მიადგა ინდოეთის ოკეანის შორეულ კუნძულს და მკვიდრ ხალხს ემსხვერპლა. ანდამანის არქიპელაგის კუნძულ ჩრდილოეთ სენტინელზე მომხდარი ფატალური ამბავი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ ჩვენს დროში კიდევ არსებობდა მსგავსი ადგილი: კუნძული, რომლის მობინადრე მონადირე-შემგროვებლები დღემდე თითქმის სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ.
თავდაჯერებული მისიონერი, 26 წლის ჯონ ალენ ჩაუ, ესწრაფოდა მკვიდრი ხალხის ქრისტიანობაზე მოქცევას. თუმცა მის მცირეხნიან ვიზიტს მოჰყვა XXI საუკუნისთვის სახასიათო სხვა ტიპის აღიარება: სულ რამდენიმე დღეში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია სენტინელელთა არსებობის შესახებ.
ჩაუს მკვლელობიდან წლების შემდეგ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.