მოდის მომავალი: პლანტაციიდან კარადამდე — National Geographic საქართველო
Теми: мистецтво й музика

Початок
დეკემბრის ერთ ტენიან დილას შავ ჟილეტსა და მოშვებულ ქვედაბოლოში გამოწყობილი ქალი მოპედით დასეირნობს მაღალმთიანი ამბარავის ოლქის პატარა სოფელში. ჯერ ტროპიკული მცენარეებითა და ფრინველის გალიებით მორთულ სახლებს ჩაუვლის, შემდეგ კი ტყეში შეგრიალდება. ეს ადგილი – ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან 480 კილომეტრის მოშორებით – სავსეა სხვადასხვა მცენარეული კულტურის ბუჩქებითა და ხეებით, კასავისა და ყავის ჩათვლით. მაგრამ 34 წლის დენიკა რიადინი-ფლეში თავისი ქვეყნის ამ კუნჭულში ტყის ნიადაგის მოსანახულებლად მივიდა. ბანანის, პაპაიასა და ქოქოსის ხეების ჩრდილში ის რევოლუციის დათესვას ცდილობს – ინდიგოფერას ასობით ხასხასა მცენარის სახით, რომლებიც ნიადაგზე მბზინავ მომწვანო ელფერს აფენს.
რიადინი-ფლეში SukkhaCitta-ს…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.