დინოზავრთა ერის ცოცხალი ნაშთები — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
უზარმაზარი მდინარე უხმაუროდ მიედინება. სამხრეთ ყაზახეთში დეკემბერია. სირდარიის სანაპიროს პეიზაჟში მონაცრისფრო – ყავისფერი ფერები დომინირებს – ლამიანი ჭალა, მიძინებული ბალახი და შიშველი ხეები. მიტოვებული მანქანის ჟანგიან ნარჩენებს შორის საკვების შესაფუთი მასალა და ბოთლები ყრია. მზეს ქვანახშირისა და დამწვარი მერქნის კვამლი ფარავს. ეს მდინარის ნაპირის ყველაზე თვალწარმტაცი მონაკვეთი არ არის, თუმცა ისეთი ადგილია, როგორსაც ბერნი კუჰაიდა ეძებს.
„სწორედ ეს ჰაბიტატი გვჭირდება“, – ამბობს ტენესის აკვარიუმის კონსერვაციის ინსტიტუტის წყლის ეკოსისტემებზე მომუშავე კონსერვაციონისტი ბიოლოგი კუჰაიდა. მას იმედი აქვს, ზუთხისებრთა ოჯახის ამ წყლების მკვიდრ სახეობას – სირდარიის ცრუდინგნიჩაბას იპოვის, რომელიც…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.