Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

გალაპაგოსის კუების დიდი დაბრუნება — National Geographic საქართველო

Стаття · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: National Geographic საქართველო · ≈ 15 хв · 2243 слів

Теми: наука й природа

გალაპაგოსის კუების დიდი დაბრუნება

Початок

1820 წლის ოქტომბერში ნანტაკეტის ვეშაპთმჭერმა გემმა „ესექსმა“ გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულ ფლორეანას ზურმუხტისფერ ნავსადგურზე ჩაუშვა ღუზა, ეკვადორის სანაპიროდან 1000 კილომეტრში. მეზღვაურები ველბოტებით მიცურდნენ ნაპირთან და უძველესი ქვეწარმავლების მიერ გატკეპნილ ბილიკებს გაუყვნენ. ისინი „გაფაციცებით დაეძებდნენ სამიზნე ობიექტს“, როგორც ვკითხულობთ იუნგა თომას ნიკერსონის ჩანაწერებში.

ისინი გალაპაგოსის უზარმაზარ კუებზე ნადირობდნენ. ეს ცხოველები კუნძულების მიხედვით განსხვავდებოდნენ – ზოგიერთს მომრგვალებული, გუმბათისებრი ბაკანი ჰქონდა, ზოგის ჯავშანი კი თავთან აპრეხილი იყო, თუმცა ყოველ მათგანს თავისუფლად შეეძლო მეზღვაურების დაპურება. როდესაც მევეშაპეები პატარა „ტერაპინს“ (ამ სახელით იცნობდნენ…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: nationalgeographic.ge/story/galapagosis-kuebis-didi-dabruneba/

Читати в Memova

Відкрити Memova