მეომარი ქალები — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
ერთი მშვიდი კვირა დღის დილას სტოკჰოლმის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში ჩემთვის კარგად ნაცნობმა ჟრუანტელმა დამიარა – უეცარმა განცდამ, რომ აწმყოს მოვწყდი და სხვა, ძველ სამყაროში აღმოვჩნდი. სკანდინავიაში სტატიისთვის მასალას ვაგროვებდი და სადგურში უფსალის უნივერსიტეტის არქეოლოგ შარლოტ ჰედენსტიერნა-ჯონსონთან ერთად ყავას ვსვამდი. მან ბირკის – ადრეული ვიკინგების ქალაქის არქეოლოგიური ძეგლის – დათვალიერება შემომთავაზა, რომელიც სტოკჰოლმის დასავლეთით, კუნძულზე მდებარეობდა. დრო რომ გაგვყავდა, სანამ ჩვენი ბორანი დაიძვრებოდა, ჰედენსტიერნა-ჯონსონმა ზურგჩანთიდან დიდი გრავიურის რეპროდუქცია ამოიღო, რომელიც პირველად XIX საუკუნის შვედურ გაზეთში დაიბეჭდა.
გრავიურას რომ დავყურებდი, ვიგრძენი, მატარებლის სადგურის…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.