ქობულეთის უცხო სამყარო — National Geographic საქართველო
Теми: подорожі й побут

Початок
ქობულეთის ბაზარში ცოტა ხნის წინ ნაყიდი რეზინის ჩექმები ამოვიცვით და რეინჯერს მივყვებით. საკურორტო ქალაქის ცნობილი ქვიანი სანაპიროს ნაცვლად, ბევრისთვის უცნობი ტორფნარისკენ მივიწევთ.
შავი ზღვის ნაპირს სულ ორი პარალელური ქუჩა გვაშორებს. ტალღების ხმა აქ აღარ აღწევს, არც ტურისტული გუგუნი გვწვდება. თვალწინ დიდი მწვანე სივრცე იშლება – ქობულეთის დაცული ტერიტორიები.
UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შესულ ამ ჭარბტენიან ეკოსისტემას, რომელიც ისპანის სფაგნუმიან ტორფნარს და რელიქტური კოლხური ტყის ფრაგმენტებს მოიცავს, ადგილობრივთა ნაწილი უბრალო ჭაობად მოიხსენებს. მას გვერდს უვლის ზღვაზე დასასვენებლად ჩასული ტურისტების უმრავლესობაც. არადა, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი ყურადღებას…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.