თანამედროვე კანაფის დიდი პოტენციალი (და საფრთხეები) — National Geographic საქართველო
Теми: наука й природа

Початок
როგორ აჰყავთ ქიმიკოსებს თრობა სრულიად ახალ სიმაღლეზე?
კრეატიული მეცნიერები კანაფისგან საოცრად ძლიერ კონცენტრატებს ქმნიან, შედეგად კი მარიხუანის მომხმარებლები იმაზე უფრო თავბრუდამხვევ გამოცდილებას იღებენ, ვიდრე ამ მცენარის ყვავილისგან მიიღებდნენ.
თეთრკედლებიან ლაბორატორიაში, კალიფორნიული კომპანია Raw Garden-ის კანაფის ვეებერთელა საწარმოში, მარიხუანის სურნელს მარტივად ამოიცნობთ მიუხედავად იმისა, რომ მცენარე არსად ჩანს. თეთრ ხალათში გამოწყობილი ტექნიკოსები კარადის ზომის დანადგარებს აკვირდებიან, რომლებიც ზანზარებს ქარვისფერი, კანაფის სურნელის მქონე ზეთის რაფინირებისას. გვერდით ოთახში ვაკუუმღუმლების წყებასთან ფოლადის მაგიდებზე დაწყობილ ლანგრებზე, ქილებსა და Pyrex-ის ჭურჭელში ამავე ზეთისგან…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.