გლეხის მოსახლეობა იმერეთში — ნიკო ლორთქიფანიძე
Теми: класика
Початок
დაცხრა მზე. ჩრდილმა პატარ-პატარა ურიცხვი მთვარეებით ააჭრელა შარაგზა. ცხენმა უმატა ფეხს... აი, თოხარიკიც გაურია. სიომ ნაზათ შემოუქროლა; ოფლის წვეთებით დანამული შუბლი გააშრო, გააგრილა. აღარ მოდის გული მგზავრს, როცა ღობეზე გადმოსულ ბროწეულს წამოედება ან ლეღვის შტო სახეზე გადაუსვამს ფოთოლს დაუღლული, ძიგვეში ჩაწოლილი ღორი ცხენს ააცქვეტინებს ყურებს, იქ ძაღლი შეუტევს. მაგრამ მგზავრი არხეინათ მიდის და ყველაფრით კმაყოფილია! მჩატე ჰაერს ხარბათ ჰყლაპავს.
მხედარმა შეუხვია მოსახვევში. სადღაა ეწერი, სადღაა სახარდნე, მთელს ფერდობს რომ მწვანეთ ფარავდა? აქ ხომ შარშან ვნადირობდით მელებზე. გორაკის წვერზე იკლაკნება კვამლი. ქოხი ოდნავ მოსჩანს. ჩქარა დურბინდი! ქოხი როკის ხისაა; ერთი კარი აქვს, დიდი დერეფანი და…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.