ორი ამბავი მეფე ერეკლეზე მთაში დარჩენილი — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
I
„თეკლა-ბიჭი“
მთაში უბირის კაცისაგან ისეთ რასმე გაიგონებთ ჩვენს სახელოვან ისტორიულ მოღვაწეებზე, რომლის მსგავსს ვერც ერთი ისტორიკოს-არხეოლოგი წიგნების და ნივთების ჩხრეკა-ძიებით ვერ აღმოაჩენს. უსწავლელს, უბირს კაცს არავითარი მზამზარეულად შედგენილი აზრი არა აქვს, ამბობს, რაც გაუგონია თავისავე მსგავსის უბირის პირით და ხშირად თითონაც არ ესმის, რას ამბობს. სწორედ ამიტომ არის ძვირფასი და საყურადღებო მისი ნაუბარი. მისი მოთხრობა.
აი, მაგალითად, ავიღოთ თუნდ მეფის ასულს, თეკლა-ბიჭზე, დარჩენილი ზეპირგადმოცემა. თეკლა-ბიჭს ფშაური თქმულება იცნობს „ბოგუნის“ სახელით. თქვენც, მკითხველო, ეს მამაცი ქალი გმირის მამისა არ უნდა გყავდეთ უცნობი. თვით სახელოვანმა მამამ ასწავლა „სამამაცონი ზნენი“: სწრთვნიდა თოფის…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.