სწავლა მოსწავლეთა — დავით გურამიშვილი
Теми: класика
Початок
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოჰყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია, ბოლოჟამ დანანებასა,–
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.
დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;
მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.
სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.