Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ბოროტმოქმედნი — ნიკო ლორთქიფანიძე

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: ნიკო ლორთქიფანიძე · ≈ 6 хв · 969 слів

Теми: класика

Початок

ყეფდა ძაღლი,

ყიოდა მამალი,

სახურავიდან ამოდიოდა კვამლი

და იყო პატარა ოჯახი,

ოჯახი იგი ეკუთვნოდა სილიბისტრო ქაშაძეს.

ლაფაროში ოთხ გამურულ ბავშს ოსტატურათ გადაუხლართავს ხელები, რომ ვინც მეთაურობს, მან ვერ გაიგოს, თუ ვისია

გამოწვდილი თითი. ერთი ნაწყენია და თვალზე ძლივს იკავებს ცრემლს; მეორე მადიანათ სჭამს ჭადს; მესამეს მარცხენა მუჭში მწიფე ტყემალი აქვს და ეშინია, არავინ წაართვას; მეოთხე კი გაიძახის:

ახლოს, მახლოს, ჩიტმა გნახოს

შენი ფესვი-ფესმანდური; გოგია

ფაღავა შვა მინდორში დაბღავა;

ჩემი ძროხა კაბელეი ფეხს

მოიტეხს აქანეი; ატატა-ბატატა,

ფრანიშვილი პაატა; ლარსე, ლურსე,

მოგვერდი და ცრუტ.

ვაჟებს აღარაფერი დარჩათ მეტი გასაკეთებელი. ვისაც კი ჰყავდა კრავი, ცხვარი თუ თიკანი, დაჰკლა, გაატყავა, შამფურზე წამოაგო და…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9B%E1

Читати в Memova

Відкрити Memova