Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ვაშლები — ვასილ ბარნოვი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: ვასილ ბარნოვი · ≈ 7 хв · 1064 слів

Теми: класика

Початок

1

ზოგ ადამისნის სახეს ძალიანა სცვლის დრო, რაც უნდა ჩააკვირდე, ვეღარ იცნობ თუნდაც ოდესმე მახლობელი ნაცნობი იყოს. ზოგ სახეს კი ისეთი რამ დამღა აზის, თუ ერთხელ თვალი დაჰკარ, თავის დღეში აღარ დაგავიწყდება: ვერც განვლილი ჟამი, ვერც დროთა ბრუნვისაგან დაჭდეული ვცლილებანი ამ სახეს ვერ წაჰშლიან.

რამდენი ხანია, არ მენახა ჩემი ნაამხანაგარი სანდრო; ჯერ ისევ ბალღები ვიყავით, როცა ერთმანეთს დავშორდით. ჯერ ულვაშიც კი არ აგვზიზინებოდა; მაგრამ, შევხვდი თუ არა, შევხედე თუ არა ჭაღარას ჭაღარამ, მაშინვე ვიცან.

ეს წაუშლელი დაღი მის სახეზე, ეს აღმოუფხვრელი ნიშანი, მის თვალთა გამომეტყველება იყო.

შეგინიშნიათ ყასაბხანაში მარად დამშეული არსების თვალთა იერი? მსუნაგი, გაუმაძღარი, ქურდულად მომზადებული, დატუქსული,…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1

Читати в Memova

Відкрити Memova