შობის წინა ღამე ტყეში — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
დიდს, დაცემულს ტყიანს ჭალაში, კახეთში, რამდენიმე წნული ქოხი იდგა, ჩალით დახურული. დიდრონი, თოვლით გადალესილი მთები დაჰყურებდა თავზე ჭალას და ქოხებს. ღამეა ბნელი. ქარს ზუზუნით შემოჰქონდა წნულებში თოვლის ნამქერი. სინათლე ცეცხლისა მარტო ერთის ქოხიდან მოსჩანდა და ხმაურობა, კაცების საუბარიც იქიდან მოისმოდა. მხოლოდ ცეცხლზე დიდრონი ნახეჩები ეწყო რცხილისა და წიფლისა და ზედ ხის საკიდელზე ყორანივით შავად ჩალხანა ქვაბი მოსჩანდა. ორივე მხარეს სხვადასხვა წლოვანების კაცები მოსჩანდენ.
აქეთ თავში ჩიკაზე კარგა მოხნიანებული კაცი იჯდა, ჩიბუხს ჰსუტავდა და თან რაღაცას უამბობდა ამხანაგებს. ისინიც ზოგნი თავერთმანერთისკენ იყვნენ წამოწოლილნი მიწაზე და თავით საერთო მუთაქად კუნძი ედოთ; ზოგს ფეხები ჰქონდა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.