ალუჩა — ვასილ ბარნოვი
Теми: класика
Початок
ალუჩობის დრო იყო, მწვანე ხილეულობის ჟამი. ყველაზე ძალიან ეს დრო მომწონს; ახალი გაზაფხული კი არა, გაზაფხულის მეორე ხანი, თითქმის დამლევი.
- რითი სჯობია ის დრო ახალ გაზაფხულს, ან ზაფხულს, თუნდ შემოდგომის დამდეგს?
- არაფრით, სრულებით არაფრით. მაინც უფრო მომწონს: ისეთ დროს მაგონებს ის ჩემის ცხოვრებისას, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები გონების თვალით და გაკვირვებით შევყურებ, თითქო რამ ძნელ ამოცანას, ჩემგან ჯერაც ვერ ამოცნობილს.
- რას უფრო შეჰყურებ, მილეულ გაზაფხულს თუ ალუცას?
- გაზაფხულის საღამოს.. არა, ალუჩას... ეჰ, არა! საღამოს გაზაფხულისას, ჩემს მზეს ამომავალს და ალუჩას, - სამივეს ერთად.
- რას ამბობ, კაცო? სად საღამო, სად ამომავალი მზე?! ხუმრობ თუ!
- რა მახუმრებს?! ერთად ვხედავ-მეთქი ტყემლის ალუჩას,…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.