ძაღლმა ციკანი მოიგო — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
მაისის პირველი რიცხვები იყო: ცხვრის ფარა ფარაზე მოდიოდა ჭალაზე სამთოდ; ბატკნებისა და დედების ბღავილი მთა-ბარს აქცევდა, ყურთა სმენა აღარ იყო; მთელის ერთის კვირის განმავლობაში ფარები განუწყვეტლივ წყალივით დიოდა. შოლტების ტყლაშა-ტყლუში „ბრიე-ქსსიეს“ ძახილში ისე ექსოვებოდა, როგორც ჭექა-ქუხილში ელვის ტკრციალი; ამწვანებული ჭალები გათეთრდა, თითქოს დაეთრთვილოს. ფარების შუაგულში ჩაჩხირული დატვირთული სახედრები ყურების ბარტყუნით დინჯად მიაბიჯებდენ. უკან კუდგაკრეჭილი, ენაგადმოგდებული მყეფრები მისდევდენ. რა ხანია, ცხვრის ფარებმა მთები გაათეთრა, დათოვლა; თითქმის ორი კვირა გავიდა, მაგრამ გზას, რიყეს, რაზედაც ცხვარმა გაიარა, საამური სუნი ასდის ისევ.
„ცოფიანი, ცოფიანი“! გაისმა ხმა შარად: „აგერ, აგერ, კიდევ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.