Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ნადირთა პატრონი — ვაჟა-ფშაველა

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ვაჟა-ფშაველა · ≈ 11 хв · 1687 слів

Теми: класика

Початок

ელიზბარს ძალიან უყვარდა ნადირობა: კვირაში ოთხ დღეს ტყეში ატარებდა; „ტურასავით ტყეში დაძვრებაო“, ელიზბარზე ხალხიც ამას ამბობდა. ელიზბარის სასაუბრო მუდამ თოფი, ნადირობა, ტყე და მთები იყო. ოჰ, რამოდენა ჯიხვი იცის ბაისუბნის თავს! ღმერთო, რა ნადირი ყოფილა მაზიმზე!.. კაცებო, გაოცებული დავრჩი, პირჯვარსღა ვიწერდი იმოდენა ნადირის შემაცქერალი; გაგიხარიანთ, მე იქ გავძეღ თოფის სროლით! რაც იქ ნადირი დამიხოცნია… ნუ მომილოცავთ; ვინ არ მოჰკლავდა იქ ნადირს?! როგორც ძროხის ნახირში, ისე შავრეულვარ ზოგჯერ ნადირის ფარაში.

ელიზბარმა მთელი კახეთის და არაგვის სანადირო ადგილები ჯაგის ძირითურთ იცოდა, როგორც იტყვიან, – ხელისგულზე ჰქონდა გადაშლილი; მჭვარტლის წყალი ვარო, შავი კლდე, სხალთ გორი, სიმური, სპეროზა და სხვა და…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1

Читати в Memova

Відкрити Memova