Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ყორანი — ვაჟა-ფშაველა

Текст · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: ვაჟა-ფშაველა · ≈ 12 хв · 1751 слів

Теми: класика

Початок

მთებს შავად ნისლები მოსდებოდა და დაებნელებინა მთელი არემარე. დღე იყო, მაგრამ მზე გამქრალიყო, უკუნეთს შთაენთქა იგი, თუმც ებრძოდა ჯანღების გროვას, მოიწევდა მაღლიდან დედამიწის გასანათებლად, მაგრამ ამაოდ; ჰგზავნიდა სხივების რაზმებს, რათა გაეპო წყვდიადი და დაემკვიდრებინა ქვეყანა, მაგრამ დღესდღეობით ჯანღი იმარჯვებდა. თითქოს პირობა აქვთო, ახალ-ახალი გუნდი ნისლისა, – მთასავით დიდრონები, – მოგორავდენ ხეობებზე დაბლიდან მაღლისკენ – გაევსოთ ჯურღმულები. მთელი მიდამო სდუღდა, ფუოდა და უგემურად ფშვინავდა. მეტისმეტი შრომისგან ნისლებს ოფლი სდენოდათ. ნისლების ოფლი ბალახსა და მთის ყვავილებს თავზე ჰფრქვეოდა.

მაშ, ალაგ-ალაგ რამღა შეღება ბალახი წითლად? ეს ხომ სისხლია!.. ჯანღთან ერთად მგელი იმარჯვებდა: დაჰრეოდა…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

Читати в Memova

Відкрити Memova