რუხის ბრძოლა — ბესიკი
Теми: класика
Початок
შესავალი და მიმართვა
დღეს იხარებს დავით, სულიერსა ჩანგსა თანა სულითა მღაღადებელი მეფე, და იტყვის: „აწ აღმისრულა აღმთქმელმან კეთილობამან, ვითარმედ: „ერთ-გზის ვეფუცეო წმიდასა
ჩემსა დავითს!“ რომლისა შემდგომი, მსგავსად სიტყვისა მის, მიეცემოდა მეფობა შენი!
და ძეცა მისი ბრძენი იგი, სახელ-სახე სიბრძნისა და თანამძღვანველი, შენთვის დღეს ხელ-ჰყოფს შენისავე შესხმისა აფთრათისა წერად, კალამ-მიმხებელი თუმბუთურისა თანად მელნისა!
ორნი იგი მეფეთა პირნი, ორ-ძალისა ხმათა შემწყობნი, ორკერძო გამარჯვებისა შენისა სიხარულსა მუსიკობენ
და ორთა მათ მამა-ძეთა ბრძენთა მიერ თქვენ ორთა მამაძეთათვის მათ სამთა მეფეთა ძღვენნი შეიწირვიან:
იგი მართალი მამა შურდულსა მრთმელობს, მრჩობლ კერძოთა გოლიათთა განმტვინველსა; ხოლო სხვა ესე…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.