ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო! — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
შემოდგომის ჟინჟლიანი დილა იყო, ნისლი აბლაბუდასავით იბმოდა ხეტეს სახლის წინ, ბლისა, ალუბლისა და ქლიავების ტოტებში. სთხოვდა რასმე, თუ რამ მოუტანა გაცვრცილს ხეებს, დღესაც არავინ იცის. ეტყობოდა, ნისლი დიდხანს არ უნდა დარჩენილიყო ხეტეს ეზოში: დილის მზის სხივს ელოდა მხოლოდ, რომ იმას უსაქმურად არ დანახვებოდა; ვგონებ, იმიტომ უფრო დაფუსფუსებდა. ჰნახავდა რა მზის შუქი, წავიდოდა და იქვე მახლობელ სერზე დაისვენებდა გაბუტულ პატარძალივით.
ხეტე ნისლს ყურს როდი უგდებდა. გულმოდგინედ დერეფანში გოდორსა სწნავდა: გვერდზე წნელის კონა ედო; სწნავდა ხეტე გოდორს და თანაც ხვნეშოდა, კაცს ეგონებოდა, ზურგზე მძიმე ტვირთი ჰკიდიაო. რამდენ წნელსაც კი ჩააწნავდა გოდრის ფეხებს, იმდენჯერ „ეგეც ენგრეო!“ თან დააყოლებდა. ეტყობოდა –…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.