მშიერაძის ოჯახი — ეკატერინე გაბაშვილი
Теми: класика
Початок
მშიერაძის ოჯახი
ქალაქის განაპირას, ბაქოს მიმავალ რკინიგზის გადაღმა, პატა¬რა გორაკის ფერდობზე კლდეში შეჭრილია ფიცრულის პაწია ქოხი სვიმონა მშიერაძისა.
სვიმონა სულ სამი წელიწადი არ არის, რაც ქალაქში ჩამოსახლდა სოფლიდან თავის ცოლით მართათი და სამი შვილით. ბევრი გაჭირვება გამოიარეს სვიმონამ და მართამ, მანამ სამუშაო იშოვეს; ბევრჯერ მშიერ-მწყურვალი გაატარეს მთელი კვირეები და შვილები კინაღამ არ ამოუწყდათ გაჭირვებით, მაგრამ ქვეყანა განიერია, ადამიანი ღონიერი და სვიმონამ და მართამ ხელი წაიმარ¬თეს, დღიური ლუკმის შეძენის გზა იპოვნეს.
სვიმონა ზამთრობით შეშას ხერხავს, დილით საღამომდე შეშის მოედანზე დგას და დღე ისე არ დაღამდება, რომ ორი-სამი აბაზი, ბევრჯერ მანეთიც არ იშოვოს; მართა კი სარეცხზე დადის, პურს…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.