Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

როგორ გაჩნდენ ბუები ქვეყანაზედ? — ვაჟა-ფშაველა

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ვაჟა-ფშაველა · ≈ 14 хв · 2076 слів

Теми: класика

Початок

- ბალღები სადღა არიან? - იკითხა იოთამმა, როცა სახლში შევიდა, - ისრით იღლიაგაგმირული, ტყავგაუხდელი არჩვი კერაზე დააგდო ისე დაუდევრად, რომ ნადირის წვერმოკაუჭებულმა რქებმა მიწაც კი მოჩიჩქნა. ვერ იყო იოთამი კარგს გუნებაზე: თავიდან ფეხებამდის წურწურით წყალი გასდიოდა, ავდარს დაესველებინა; მშვილდი და კაპარჭი (საისრე) დედაბოძზე წნელით მიმაგრებულს ირმის რქაზე ჩამოჰკიდა და აჩქარებით კერაზე გახურებულს ცეცხლს მიაშურა; გასათბობად ხელები მიუპყრო; ტანზე გარექცევ ნაცვამი ჯიხვის ტყავის კალთებიდან ორთქლმა დაუწყო პირისახეზე ადენა; თბებოდა ცეცხლზე და თანაც ცოლისაგან პასუხს ელოდა, რომელიც იქვე, კერის შორი-ახლოს იწვა არხეინად, ძუ ვეფხვსა ჰგვანდა. გველ-ხოკერასავით სქელი, შავი ნაწნავები ზოგი უკან ბეჭებზე ჰქონდა…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0_%E1%83%92%E

Читати в Memova

Відкрити Memova