Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ — ილია ჭავჭავაძე

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ილია ჭავჭავაძე · ≈ 17 хв · 2494 слів

Теми: класика

Початок

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

შოთა რუსთაველი.

სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი

მწუხრის ზეწარი გადაეფარა, —

და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი

ალაზნის ველზედ წამოიხარა.

ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,

მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,

მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი

იმის სხივებთან მუსაიფობდა.

შორნი მნათობნი მოკამკამენი

იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ,

მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი,

სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ.

და იმ მნათობთა სხივის ალერსით

ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა,

მხოლოდ ნიავი მთისა — მოლხენით

ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.

და ალაზანი შეუპოვარი

ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა,

მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი

დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.

ყველას ეძინა, დღით…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1

Читати в Memova

Відкрити Memova