Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

სოკო, სოკო! — ვასილ ბარნოვი

Текст · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ვასილ ბარნოვი · ≈ 18 хв · 2625 слів

Теми: класика

Початок

ხომ იცნობთ ცალხელ ჯამბარულას, სოკოს რომ ჰყიდის? არც იკი გაგიგონიათ?! ან კი რა გასაკვირველია, როცა იმისთანა ჭიების დანახვა დურბინდითაც ძნელია.

ჯამბრულა სოფელ ფლატიანიდან არის, ამ სოფელს ცხვირწინ რომ ქალაქი უდევს, ზურგზე ტყე აკრავს, რომელიც უზარმაზარ მთას ასდევს ქოჩრამდინ. მეტად სასარგებლო არის სოფლისათვის ეს პატარა ქალაქი: ყველა ნაწარმოებს ფასი აქვს იქ; ქათამი, კვერცხი, ბოსტნეულობა, მსხალი, ხილი ტყისა თუ ბაღისა, რძე - მაწონი, - ყველაფერი იყიდება იქ და ანაზდად, თუ კაცს არაფერი მოეძებნება სახლში და ვერაფერს მოიხმობს ბაზარში გასატანად, მაშინ თითონ შრომობს ქალაქში დღიურად და ყოველთვის შოულობს საქმეს, რადგან, რაც უნდა იყოს, ეს ქალაქიც ქალაქია და ათასგვარი მოთხოვნილებები აქვს. ფლატიანელი ერთი ძმა…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%2C_%E1%83%A1%E1%83%9

Читати в Memova

Відкрити Memova