ხოლერამ მიშველა — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
ხოლერა მოდისო, ხმა ისმოდა. სოფელ საბრალოში დღეში ათი კვდებოდა. ეს სოფელი კი სულ ვერს-ნახევარზეა ჩვენს სოფელზე დაშორებული. ჩვენი სოფლელებიც შათოთქორდენ; ძილი აღარავისა ჰქონდა მოსვენებული და სმა-ჭამა.
წინადღითვე საფლავებს ითხრიდენ, ცოლი ქმარს შესტიროდა სიკვდილის მოახლოვებას და ქმარი – ცოლს. ნინიკას წვეთი დასცემოდა და სოფლის განაპირად, ღობის გვერდზედ ეგდო გულაღმა. ეგ არის, ხოლერა მოსულაო, გაისმა ხმა და დაიწყო ხალხმა ტყეში გახიზვნა. დიდი და პატარა თავგადაგლეჯილები გარბოდენ; ზოგმა მოასწრო ქოხის კარების დარაზვა, სხვას კარღია ქოხი დაეტოვებინა. ყველაზედ უკან მე დავრჩი. ან კი რა გამაქცევდა ტყეში: ერთი მარტოხელა ბიჭი ვარ, ძმა მე არა მყავს და დედა. ცოლიც ეხლა ხოლერის წყალობით ვიშოვე… გვარად…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.