ბუნების მგოსნები — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
შაშვი ამჟამად თავისთავს გამარჯვებულად სთვლიდა. აღფრთოვანებული იყო: ღმერთს, ტყეს, მთებს, ცას, დედამიწას, - ყველაფერს მადლობას სწირავდა; მას აღარავინ სძულდა. ჩხიკვი, შაშვის მოსისხლე მტერიც-კი, მოკეთედ ეჩვენებოდა. დაავიწყდა, თუ რამდენჯერ დაუჭამა შეჩვენებულმა შაშვს ბუდეში გამოსაჩეკად გამზადებული კვერცხები; რამდენჯერ სრულიად ღლაპი, დაუბუმბლავი ბარტყები გადუსანსლა; რამდეჯერ აატირა ცხარე ცრემლით, რამდენჯერ გაამწარა, ააშფოთა იქამდის, რომ შაშვის საცოდაობით ტყეც-კი ტიროდა. ვერხვის მთრთოლარე ფოთლები ცრემლს აფრქვევდენ; მუხაც-კი, კლდესავით მაგარი, რკინის გულის მქონებელი, სახეს იღმეჭავდა და სატირლად ემზადებოდა... შაშვი სიმღერის იშტაზე იყო მოსული.
ეს-ეს არი ჟუჟუნა წვიმამ გადაიღო. ჯერ ისევ ცხოვლად ჩანდა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.