ქუდოვანი — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
სარდიონი ფრიად ამაყი და თავმომწონე კაცი იყო. დიამბეგობა რომ მიიღო, მაშინ უფრო თავი მოიწონა; სწორედ გაფხორილ მამალ ინდაურს დაემსგავსა. სარდიონმაც სხვა მოხელეებს მიჰბაძა და წვერი შუაზე გაიყო, მოიპარსა. ხელობა ისეთი ებარა, რომ ძლიერ საჭირო იყო ყველას შიში და კრძალვა ჰქონოდა მისი.
სარდიონი დიდი კაცი იყო და დიდკაცურადაც ცხოვრობდა, სიმდიდრეც ჰქონდა, ძღვენიც ბლომად მოსდიოდა; რა გინდა, სულო და გულო, რომ იმის საკუჭნაოში არ მოიპოვებოდა: ერბოსი და ყველის გუდები, მსუქანი დედლები, ბატები, ინდაურები, გაფუფქული გოჭები და სხვ. და სხვ.
გაზაფხულობით და ზაფხულობით ბაღჩაში განსვენება უყვარდა: დიდ ნიგოზ-ქვეშ იდგა სტოლი და მის გვერდით იყო გამართული ტახტი, ხალიჩაგადაფარებული; თუ ამინდი ხელს არ უშლიდა, დილა-საღამოთი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.