ტრედები — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
გაზაფხულდა. ჯეჯილები გაბზინდა, თოვლის წყლებმა დაიწყეს ცელქად დენა მინდვრად და ხევებში. ზღვამაც ფერი იცვალა, გაისქელა ქედი. მისნი კიდენი, ხშირჩალიანნი და ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდენ. ღამდებოდა. ის-ის იყო, რომ ზღვის იქიდამ დაღალულ-დაქანცული ორი ტრედი მოფრინდა და ზღვის პირად დაჯდა. დედა-შვილსა ჰგვანდენ. ნისკარტი-ნისკარტს გადაადვეს, საკმაო ხანს ჩუმად ისაუბრეს და მერე ორივეს დასთვლიმა... დედა-ტრედს გამოეღვიძა და ამოიკვნესა.
- რად ამოიკვნესე? - ჰკითხა შვილმა.
- ცუდი სიზმარი ვნახე: გზაში თოვლმა მოგვასწრო, ჯანღი ჩაგვიწვა, გზას ვეღარ ვიგნებდით, ბინა დაგვითოვლა, მარცვლებს ვეღარა ვშოულობდით. შიმშილი გვკლავდა. ერთს დათოვლილს ხეზე დავსხედით, შტოები გაყინული ჰქონდა. ზედ ყინული დაკიდებული და ჭირხლი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.