ცრუპენტელა აღმზრდელი — ვაჟა-ფშაველა
Теми: класика
Початок
ტანზე თხის ტყავი ეცვა, თავზე წოწლოკინა თხისავე ტყავი ეხურა, სახე მოღუშული ჰქონდა, არადროს არ გაიცინებდა. რამდენიმე თხა-ცხვარი ჰყვანდა, იმათა ჰმწყსიდა. ჩვენკე მოდიოდა, თან მოლაპარაკობდა თავისთვინ: “შვილები, შვილები, ჩემი შვილები! შენის შვილების დარდი მაქვს? არ გაგიშვებთ, არა, ჩემთან უნდა იყო. არა, ყურცქვიტავ, თავს ნუ იწუხებ”. რამდენიმე ტოლი ბიჭები ერთადა ვთამაშობდით. ციხელის სიტყვები კარგად, გარკვევით გვესმოდა.
- ვინ გაგაჯავრა, ძიავ, ვინ? - ვკითხეთ ჩვენ ციხელს.
- ვინა? - მოიბრუნა იმან პირი ჩვენკენ, თითქოს ეხლა-ღა დაგვინახა:
- ოჰო, ბიჭებო, თქვენც აქა ჰყოფილხართ? ოთხმოცის წლის კაცი ვარ და ჯერ ეგრე არაფერს, არავის დაუღონებივარ, როგორც იმან დამაღონა - გამიშვიო და გამიშვიო, მეხვეწება. - წარმოსთქვა…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.