Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

მიწის ყივილი — მიხეილ ჯავახიშვილი

Книжка · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: მიხეილ ჯავახიშვილი · ≈ 34 хв · 5161 слів

Теми: класика

Початок

ექიმმა გამსინჯა და მითხრა:

- ძალიან დაღლილხართ. უნდა დაისვენოთ, გადით პარიზიდან - ან ზღვისკენ გაისეირნეთ, ან პალმებს შეეხიზნეთ. თითიც აღარ გაანძრიოთ: სჭამეთ, სვით, იხეტიალეთ, იბანავეთ და იგორავეთ. თქვენი წამალი მარტო ეს არის. ორევუარ!

პარიზს ვერ მოვწყდებოდი. ვიღაცამ მირჩია ნოჟანი.

საკვირველია: სადაც ზღვა სისხლი დაიღვრება, იმ ალაგს რაღაც იდუმალი ძალა მიეცემა: მისი სახელი მთელ ქვეყანას მოედება და ისტორიაშიც დარჩება. ყველას იზიდავს და იპყრობს იგი, თუნდაც უდაბური, მიუსაფარი და მიუვალი იყოს.

ალბათ ამიტომ ავირჩიე მდინარე მარნა და მის ნაპირზე გაშლილი ნოჟანი.

პატარა ქალაქია. პარიზის გარეუბნიდან ერთი საათის სავალი ძლივს იქნება. თუნდ შარანტონის ჭალებს აჰყევით, გინდ ვერსენის ტყე გადასჭერით - უმალ ამ ქალაქს…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A7%E

Читати в Memova

Відкрити Memova