გველის ზეიმი — ვასილ ბარნოვი
Теми: класика
Початок
შენც შეგინიშნია ეს საკვირველი ამბავი? ჩაჰხედავ ადამიანს თვალებში და შემოგანათებს იქიდან რომელიმე მხეცი ან ფრინველი თუ ქვეწარმავალი. დაინახავ ხანდისხან ანგელოსსაც, ნათელის შვილს, ციაგის მოტრფიალეს; თვით სიბრძნეც შემოგხედავს, ღრმად გამჭვრეტელი ან სახიერება, კეთილის რამ ტბა, მაგრამ იშვიათად, ათასში ერთხელ. უფრო ხშირად - რაღაც პირუტყვი.
- შემინიშნია მაგეთი რამ ერთხელ თუ ორჯერ. როგორ არა? ყურადღება კი არ მიმიქცევია, რა სათქმელია?! ხანდისხან გადღინული ჯირკი კარგ ნაცნობს მოგაგონებს და გაგეღიმება, ჭაობის ლელი - ქალის წერწეტ წელს.
რა ვუყო?! ბევრია კაცის ცხოვრებაში მაგისთანა უხანო გრძნობა წყალწასაღები. ყველას ხომ არ იტყვი. ”პირზედ მომდგარსა სიტყვასა განა ყველასა თქმა უნდა”.
- ვიცი! აკი ვითმინე აქამდინ;…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.