გიგო ღრუბელაშვილი — ნიკო ლომოური
Теми: класика
Початок
ჯერ მზე არ იყო ამოსული, როდესაც ერთი ქვითკირის სახლიდან გამოვიდა გარეთ ფერმკრთალი, ცოტა გამხდარი, მარილიანი სახის ახალგაზრდა კაცი. მას ეცვა უბრალო, იაფფასიანი ლურჯი ბლუზა, თავზე ეხურა ყვითელი ჩალის განიერი ქუდი, მხარზე ჰქონდა გადაგდებული ნაცრის ფერი შალი. ხელში კარგა მოზრდილი ძვირფასყდიანი წიგნი ეჭირა. გამოყო თუ არა სახლიდან თავი, მის წინ გამოჩნდა ლამაზად ამწვანებული ფართო მოედანი, რომელსაც სამის მხრიდან მოსდგომოდა ამ სოფლის თვალუწვდენელი სახნავ-სათესი მინდორი. ამ მინდვრიდან ახალგაზრდა კაცს წინ მოეგება წმინდა, გრილი ნიავი, ნაზად შეარხია ჰაერი მის გარშემო და ყნოსვის დამატკბობელი სურნელება მოჰფინა მთელს მის არსებას. იმავე წამს მისმა დაღვრემილმა სახემ სევდა-ვარამის ღრუბელი გადაიყარა, შენასკული…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.