ყოველის მხრიდან — ნიკო ლომოური
Теми: класика
Початок
კაი ხანია არ გვენახა იმისთანა მშვენიერი, ყოველნაირად შეზავებული, ამინდიანი გაზაფხული, როგორსაც შარშან ვეღირსენით. იმ წელს გაზაფხული თითქმის შუა თებერვლიდანვე დაიწყო; ზამთარი თოვლიანი იყო და ამის გამო მარტის განმავლობაში მიწას, თუ ჰაერს სასარგებლო სისველე არ მოჰკლებია. აპრილის დამდეგს მოჰყვა საუცხოვო ჟუჟუნა წვიმები, რომელთაც ერთგულად ხელს უწყობდა დასავლეთის წყნარი და გრილი ნიავ-ქარი. ჩვენდა სასიამოვნოდ, ეს ორი ძვირფასი სტუმარი ყოველი მხვნელ-მთესველისა თიბათვის გასვლამდე კვირაში ერთხელ მაინც გვეწვეოდა ხოლმე და განუზომელის სიხარულით ავსებდა ჩვენს სულსა და გულსა. ვენახები და ბაღები, მინდორი და ველი მოსავლით ივსებოდნენ და მათთან ჩვენი გულიც ათასნაირ იმედებით ცოცხლდებოდა და სიამოვნების ნეტარებას…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.