Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

ბედი უბედურთა — ნიკო ლომოური

Книжка · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ნიკო ლომოური · ≈ 52 хв · 7852 слів

Теми: класика

Початок

ამბავი, რომელიც მე მსურს მოგითხროთ თქვენა, მკითხველო, მოხდა წრეულ სოფელს გორიძირაში. ამ სოფელს სახელი, ვგონებ, თვით თვისის მდებარეობიდამ დარქმევია: იგი არის მოკრუნჩხული ერთს იმ მომწვარს და მოტიტვლებულს გორის ძირთაგანში, რომლის მსგავსთ ასე ხშირათა ხედავთ, რაკი ჩვენს კურთხეულს თბილისს ზემოთკენ შემოსცდებით. მოკრუნჩხულა-მეთქი იმისათვის ვამბობ, რომ ამ სოფელს უჭირავს ძლიერ პაწაწკინა ალაგი. თუმცა მასში ას კომლამდისინ გლეხობა და სამიოდ კომლი თავადაზნაური ცხოვრობენ. თუ შინაურულად არ იცით ამ სოფლის გარემოება, მის მცხოვრებთა რიცხვის გამოცნობაში თქვენი თვალი უსათუოდ მოტყუვდება. არც იქნება ეს საკვირველი. აქაურს გლეხკაცთ ისე მიუსხავთ და მიუკრუნჩხავთ ერთმანეთზედ თავიანთ ღრმად ჩათხრილი მიწური სახლები, რომ…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98_%E1%83%A3%E1%83%91%E

Читати в Memova

Відкрити Memova