ფარჩის ახალუხი — ვასილ ბარნოვი
Теми: класика
Початок
დიდი სახლები დიდის ქალაქისა ზვიადად გადაჰყურებდნენ მთელ არეს. ღრუბლებს ეთამაშებოდნენ მაღალნი, ბაბილონის გოდოლივით ცისთვის უნდოდათ მიებჯინათ თავი. აღარ კადრულობდნენ გალაღებულნი ძირს დახედვას, დედამიწა ქალამნადღა მიაჩნდათ და თუ ოდესმე დაჰხრიდნენ თვალს, მხოლოდ მისთვის, რომ მოეთვალიერებინათ, კიდევ ხომ არ იდგა მათ ახლო ბეჩავი რამ შენობა, წელში გადახრილ-გაღუნული, რომ დაეპყროთ იგი, უფრო გაეფართოვებინათ თავიანთი ვრცელი მიდამო, ხოლო თვით შენობა მოეხმარებინათ ქვა-ღორღად ახალი ნაბიჯის წარდგმის დროს და ჩაენთქათ იგი უკვალოდ. შესწოვდა რომელიმე შენობა-ბუმბერაზი ამგვარ ბუნაგის სისხლს, ჩანთქამდა მის რბილს თუ ძვალს და უფრო გადიფურჩქნებოდა, ფერს დაიწმენდდა, დაშვენდებოდა, გაიზრდებოდა, გალაღდებოდა კმაყოფილი. ეს…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.