ისნის ცისკარი — ვასილ ბარნოვი
Теми: класика
Початок
(ისტორიული მოთხრობა)
1795 წელს თუმცა ნესტიანი და გრილი გაზაფხული იყო, მაგრამ მაისის გასულს ჩამოცხა და სწრაფად ააშრო დედამიწა. ეს სიცხეები იყო მიზეზი, რომ საამ გოსტაშაბიშვილი განთიადზევე დაადგა ტფილისის გზას. მზეს ჯერ არ მოევლო, როდესაც აიარა თელეთის აღმართი და ქვაყრილთან ავიდა. აქ არა ცხელოდა, კოჯრის სიო სწვდებოდა, სასიამოვნო სიგრილესა ჰფენდა, მგზავრი შესდგა შესასვენებლად და გადახედა გამოვლილ გზას.
წინ ტაშირი გადაეშალა, რომელსაც ჩრდილოეთით და დასავლეთით კრწანის-კოჯრის კლდეები მოსჯროდნენ, სამხრეთით ალგეთი ჩამოუდიოდა, აღმოსავლეთით - მტკვარი. ტაშირის გარშემო მოსჩანდნენ კუმისი, ვაშლოვანი, ერტისი, ღოუბანი, ბორბალო, მარაბდა, და ძირს, ქვაყრილ დასწვრივ, თელეთი; ზედ ვაკეზე - წალახური, კოდა, ჭაობი და…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.