ოთარაანთ ქვრივი — ილია ჭავჭავაძე
Теми: класика
Початок
რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?
იმ ვეებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდა „წაბლიანს“ დავარქმევ, ყველამ იცოდა, ვინ არის ოთარაანთ ქვრივი. სოფლის გზირისათვის რომ გეკითხათ, ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად.
ნაცვალი თუ იასაული, — რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, — ოთარაანთ ქვრივის ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა. ნამეტნავად გზირს კარგად ახსოვდა ერთი ამბავი, და მერე ხომ მთელმა სოფელმაც შეიტყო. გზირს ერთხელ ერთი ქათამი წაერთმია, — დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთ, და ასეთი ვაი-ვაგლახი დააწია, რომ, ამბობენ, გუბერნატორამდე თავის ფეხით იარაო და ერთი ქათამი შვიდეულად…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.