ხევის ბერი გოჩა — ალექსანდრე ყაზბეგი
Теми: класика
Початок
ხევის ბერი გოჩა
იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელ ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მოუახლოვდა.
მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები
იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად
ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე
ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ
შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს,
სიმაგრეს წარმოადგენს.
სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და
ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ.
ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით
ატრიალებდნენ…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.