მიმქრალი შარავანდედი — ვასილ ბარნოვი
Теми: класика
Початок
(ისტორიული რომანი)
მდინარე ხინოსა და შავ ზღვის შუა ფართე ბორცვია ამართული. ბორცვს ერთის მხრივ შემორტყმული აქვს გრეხილი ხევი მდინარისა, ხოლო მეორე მხრივ ამ მაღლობის კალთები ჩაფენილია ზღვაში. ბორცვის ოდნავ დაქანებულ კვარცხლბეკზე წყალს უხვად შემოუყრია ათასნაირი ღვრინჭილა თუ ნიჟარა, ფერად-ფერადი ქვიშა თუ კენჭი და თვის ტალღების მწყობრ მოძრაობით აშრიალებს ამ ქვიშრობს, ნაზად ათამაშებს მას: წყნარ გუნებაზეა დღეს მძლავრი ზღვა, იგი შესტრფის ამწვანებულ გორაკს. ეალერსება ლამაზს, კალთებს უკოცნის მშვენიერს.
ბორცვის გავაკებულ თხემზე გადმომდგარიყო ალამბარი, თვალთწარმტაცი სასახლე ბატონ გურიელისა. სივრცით იგი ვერ შეედრებოდა გურიელისავე დიდშენ ციხე-დარბაზს ოზურგეთში, გარნა მისი სიკეკლუცე და კეთილ-ნაგებობა უფრო…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.