მამის მკვლელი — ალექსანდრე ყაზბეგი
Теми: класика
Початок
მამის მკვლელი
(ნაწილი პირველი)
ასე, დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ხევის ერთსა სოფელში კერას
პირს ისხდნენ ორი კაცი და ერთი დედაკაცი. ერთი ამათგანი, ონისე გელაშვილი,
გამოქნილის და მკაცრის გამჭვრეტელობით ბანდულებს ამაგრებდა.
იმისი ცოლი, მახია, იქვე კერასთან ჩამომჯდარიყო, ართავდა საჩოხე მატყლს და
შესცქეროდა ქვაბს, რომელიც ცეცხლზედ ჩუხჩუხებდა.
ონისეს ძმას, მთხოვარა გლახას, როგორც ყველანი ეძახდნენ, ბევრით მოხუცებულს
თავის ძმაზედ, ფანდური ეჭირა ხელში და დაღონებულად, შეწუხებულის ხმით
დამღერდა ერთს იმ სიმღერებთაგანს, რომელიც მთაში საზოგადოდ შემოღებული არის.
როგორც ხმაში, ისე პირისახეზედ მთხოვარა გლახას ეტყობოდა რომ ბევრი
გულსათუთქი წუთები და მღელვარება გამოევლო, რომელთაც შეუბრალებლად
დაეღმიჭათ იმისი…
Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.