Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

წიქარა — ზღაპარიყო - Zgapariko

Відео · Мова: Грузинська · Рівень: складний · Автор: ზღაპარიყო - Zgapariko · ≈ 13 хв · 1243 слів

Теми: казки, дітям

წიქარა

Початок

იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ბიჭი.

დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი

მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავიდა, აშარი

ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და

ცეცხლის კალოში აყენებდა.

ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა

ერქვა. ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში

დაჰყავდა. დაბინდებამდე აძოვებდა,

აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ

სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით

თვითონაც ერთობოდა.

დედინაცვალი კი არ აცხრებოდა, გერის

თავიდან მოშორება უნდოდა. სხვა რომ ვერას

გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა.

დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა

ჰკითხა, რა გიშველისო?

წიქარას გულღვიძლის გარდა ვერაფერი

მომარჩენსო, უთხრა ქალმა. იცოდა წიქარას

დაკვლა, ბიჭს დარდით დაასნეულებდა და

ბოლოს მოუღებდა.

მამა შეწუხდა ამ სიტყვების…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: youtube.com/watch?v=Mq7W22-JRS4

Читати в Memova

Відкрити Memova