Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

Tbiliso — Niaz Diasamidze

Пісня · Мова: Грузинська · Рівень: середній · Автор: Niaz Diasamidze · ≈ 3 хв · 120 слів

Теми: мистецтво й музика

Tbiliso

Початок

ნეტავ სად არის კიდევ ცა

უძიროდ ლურჯი, ხალასი

სწორედ ისეთი, როგორც შენია

ნაიარევი წარსულის

ნანგრევი ნარიყალასი

ჭაღარასავით შემოგრჩენია

თბილისო მზის და ვარდების მხარეო

უშენოდ სიცოცხლე რად მინდა

სად არის სხვაგან ახალი ვარაზი

სად არის ჭაღარა მთაწმინდა

თბილისო მზის და ვარდების მხარეო

უშენოდ სიცოცხლე არ მინდა

სად არის სხვაგან ახალი ვარაზი

სად არის ჭაღარა მთაწმინდა

ჩაივლი მტკვართან ხეივანს

და გაზაფხულის ჭადრები

გეგებებიან, როგორც მაყრები

აქ არ იმღერო, ძნელია

აქ ხომ ვერხვებიც მღერიან

და ცა ფირუზზე ლურჯი ფერია

თბილისო მზის და ვარდების მხარევო

უშენოდ სიცოცხლე არ მინდა, არ მინდა

სად არის სხვაგან ახალი ვარაზი

სად არის ჭაღარა მთაწმინდა?!

თბილისო მზის და ვარდების მხარევო

უშენოდ სიცოცხლე არ მინდა, არ მინდა

სად არის სხვაგან ახალი…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: youtube.com/watch?v=B_08WfU9M-s

Читати в Memova

Відкрити Memova