Memova Учню Вчителю Тест слів Вчителі Тарифи Довідка English

Zghvis Simghera — Lela Tsurtsumia

Пісня · Мова: Грузинська · Рівень: легкий · Автор: Lela Tsurtsumia · ≈ 4 хв · 166 слів

Теми: мистецтво й музика

Zghvis Simghera

Початок

ზღვის ნაპირზე მოგონებით გადაღლილი გელოდები

დრო არ იცდის, თუ მოხვალ არ ვიცი

ჩამავალ მზეს ვაკვირდები, თუ ბავშვივით ავტირდები

შენ ვერ გაიგებ, დღეს მე რას განვიცდი

უსასრულო მოლოდინს ხომ შენ შემაჩვიე

ახლაც ისე დაღამდა, რომ ვერ შემამჩნიე

რადგან ისევ შენზე ფიქრში გაილია დღე

თუ ვერაფერს ვერ მიხვდები მინდა გითხრა ეს სიტყვები შენ

ვერ გეუბნები, ვერ გეუბნები

როგორ მიყვარხარ, როგორ მჭირდები

არ დაგპირდები, არ დაგპირდები

დამიძახებ მაგრამ შენთან აღარ ვიქნები!

ზღვის სიმღერას მღერის ქარი და საღამო ასე წყნარი

რას მახსენებს, ან რას არ მასვენებს

ჩამავალ მზეს ვაკვირდები მაგრამ აღარ ავტირდები

გზას გავაგრძელებ, დროს არ გავაჩერებ

უსასრულო მოლოდინს ხომ შენ შემაჩვიე

ახლაც ისე დაღამდა, რომ ვერ შემამჩნიე

რადგან ისევ შენზე ფიქრში გაილია…

Торкнись будь-якого слова — переклад з’явиться одразу, а слово ляже в твою добірку разом із реченням.

Джерело: youtube.com/watch?v=kXsdjSR3gOI

Читати в Memova

Відкрити Memova