ნონა გაფრინდაშვილი — ვიკიპედია
Topics: спорт
Beginning
ნონა გაფრინდაშვილი (დ. 3 მაისი, 1941, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1977) და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962–1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1973, 1981, 1983, 1985), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 1972). ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 1975). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.