ზაფხულის ქართული კერძები — Learn Georgian with a Podcast
Topics: їжа

Beginning
გამარჯობათ, როგორ ხართ, როგორ ატარებთ
ზაფხულის დღეებს?
დღევანდელი პოდკასტი არის ქართული
საზაფხულო საჭმელების შესახებ.
დღეს ვისაუბრებთ სამ საზაფხულო საჭმელზე,
რომლებსაც ხშირად აკეთებენ
საქართველოში წელიწადის ამ დროს.
ზაფხულში საქართველოში არის ბევრი ახალი
სეზონური ხილი და ბოსტნეული
კიტრი, პომიდორი, ბატრიჯანი,
მწვანე ლობიო,
ნესვი, საზამთრო, ზაფხულში ძალიან ცხელა
და ამიტომ ბევრ ოჯახში ამ სეზონზე
აკეთებენ ბოსტნეულის მსუბუქ საჭმელებს
სეზონური ინგრე ინგრედიენტებით.
ერთ-ერთი საზაფხულო საჭმელი არის აჯაბ
საანდალი, რომელიც ასევე არის ჩემი
საყვარელი ქართული საჭმელი.
აჯაბ სანდალს აკეთებენ სეზონური ახალი
ბადრიჯნით, ხახვით, პომიდრის სოუსით,
კარტოფილით და ბულგარული წიწაკით.
ბადრიჯანს ხახვთან და ბულგარულ წიწაკასთან
ერთად წვამენ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.