Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

კონტაქტი ცასთან — Indigo

Article · Language: Georgian · Level: medium · Author: Indigo · ≈ 1 min · 126 words

Topics: наука й природа

კონტაქტი ცასთან

Beginning

ღამის ცა უამრავ სასწაულს მალავს. შორეული გალაქტიკებიდან გამოსხივებული ფოტონები მილიონობით წლის განმავლობაში მოგზაურობენ დედამიწამდე და თან მოაქვთ სხვა სამყაროს ამბები. კოსმოსი ყოველ ღამით კონტაქტზე გამოდის. ჩაგიფიქრებიათ სურვილი „ვარსკვლავის ჩამოვარდნისას“? იცოდით, რომ ღამით უფრო მეტი „მზის“ დანახვა შეიძლება, ვიდრე დღისით? სხვა, შორეული მზეების, ჩვენს მზეზე უფრო დიდების და უფრო პატარებისაც. მათ თავიანთი დედამიწები, მარსები და იუპიტერები ჰყავთ, მაგრამ თითოეულს ჯერ კარგად არ ვიცნობთ. ამიტომ, ღამე ცაში ვიყურებით, თითქოს მათი გაცნობის სურვილით შეპყრობილები. გავრცელებული სტერეოტიპია, რომ კოსმოსი წარმოუდგენლად შორსაა. სინამდვილეში ხელის გაწვდენაზეა. უფრო მეტიც, კოსმოსი ჩვენშია და ჩვენც კოსმოსის…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/kontaqti-castan

Read in Memova

Open Memova