ახლად მოცომილი პური — Indigo
Topics: їжа

Beginning
ნათელა, 80 წლის, სოხუმიდან
იმ დღეს მე ხელფასებს ვანაწილებდი. ბუღალტრად ვმუშაობდი. ხმაური რომ მომესმა, გამოვედი კარში და არ ხედავო? ჯარი შემოვიდა აფხაზეთშიო.
უკვე ზეცაში დაფრინავდა ვერტალიოტები. ესენი რო ჩამოვიდნენ, აფხაზები გაიქცნენ, ტყეში შეაფარეს თავი. დაიწყო მერე ომი და წავიდა ძარცვა-გლეჯვა.
როგორც და-ძმანი ისე ვიყავით ჩვენ და აფხაზები.
წელიწადნახევარი მიდიოდა ომი. ყველაფერი გუგუნებდა. პერემერიის დროს დაბრუნდა ყველა და ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა. მერე აფხაზებს გვერდში ამოუდგნენ სომხები და რუსები, ატყდა ისევ სროლა, ტაკა-ტუკი. სოხუმი რო აიღეს, დაცდის დრო არ იყო, წამოვედით წებელდით.
სვანეთის გზა არ ვიცოდით, ტყეებია სულ. ბევრი დარჩა დაუმარხავი იმ მთებში. რამდენი კლდეზე გადაიჩეხა, რამდენი თვითონ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.