Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ბიოლოგია — Indigo

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: Indigo · ≈ 1 min · 208 words

Topics: наука й природа

ბიოლოგია

Beginning

ბიოლოგობაზე პირველად რომ დავფიქრდი ჯერ აღფრთოვანება და მერე ბევრი კითხვის ნიშანი იყო.

ბიოლოგიური პროცესები იმდენად გენიალური და ამოუცნობი მეჩვენებოდა, რომ სულ მჯეროდა რაღაცის მეტაფორაა-მეთქი. იმისიც მჯერა, რომ სამყაროს ყველა ფერს მხოლოდ მაშინ დაინახავ, როცა საგნებს შორის ურთიერთკავშირს იგრძნობ. იქნებ, ბიოლოგიური ⁷მიკროსამყარო რეალური ცხოვრების პროექციაა ან პირიქით.

თვალით უხილავი ცოცხალი უჯრედები რთულ სასიგნალო გზებს ხლართავენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან, შემოჭრილ მიკრობებს ებრძვიან და მათზე ისტორიებს სამუდამოდ იმახსოვრებენ. მომავალში კი ამ გამოცდილებას ხშირად გამარჯვებად აქცევენ.

გენეტიკური კოდი ინფორმაციის საცავია, ლინგვისტიკური სისტემა, რომელიც ბიოლოგიური სიტყვებისგან შედგება. ტრანსლაციისას კი…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/biologia

Read in Memova

Open Memova