Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

საქართველოს მთებში — Indigo

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: Indigo · ≈ 4 min · 526 words

Topics: подорожі й побут

საქართველოს მთებში

Beginning

სულ რაღაც ოცდათხუთმეტი-ორმოცი წლის წინ, როდესაც გუდაურში ჯერ არც ერთი და შემდეგ მხოლოდ ერთი ძველი საბაგირო გზა იყო, თვითნაკეთი, ნაჭერ ან ტყავგადაკრული, სათხილამურო ტურისთვის მორგებული (ski touring) თხილამურებით ავდიოდით საძელეს მთის წვერში და ექვს საათს ვანდომებდით ამას. იქიდან გაუკვალავ თოვლში სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვეშვებოდით უახლოეს სოფელ ქუმლისციხში, ან საფოსტო სადგურამდე გუდაურში. ეს რამდენიმე წუთი იყო სრული ბედნიერების შეგრძნება, რომელიც თოვლიან მთებში თან ახლავს უსაზღვრო სივრცისა და თავისულების განცდას.

კავკასიონი ჯერაც გაუხედნავი, არმორჯულებული და ველური მთების უკიდეგანოდ გადაჭიმული ქედია ევროპისა და აზიის მიჯნაზე, რომელიც სხვადასხვა კუთხეში ახლებურად გნუსხავს და…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/saqartvelos-mtebsi

Read in Memova

Open Memova