ბათუმის ღირსშესანიშნაობა — Indigo
Topics: подорожі й побут
Beginning
ყველას აქვს სახლი, რომელიც სულ ენატრება; სახლი, სადაც აუცილებლად დაბრუნდებოდა. ასეთია ჩემთვის ინაიშვილების სახლი ძველ ბათუმში, რომელიც, დრო გადის და, თავიდან ვერაფრით ამოვიგდე.
საერთოდ, ძველი ბათუმი წმინდა ევროპული ქალაქი მგონია, ვაჟა ფშაველას #44-ში მდებარე ეს სახლი კი ამ ევროპული ბათუმის განუყოფელი ნაწილი. იყო პერიოდი, ამ შენობას ყოველ ჩავლაზე გარედან ვათვალიერებდი, როგორც რაღაც იდუმალს და ძალიან მიმზიდველს. მერე ჩემმა მეგობარმა მირჩია, პირდაპირ მივსულიყავი. კიდევ კარგი. გულწრფელობა ყოველთვის ამართლებს. ეზოში ქალბატონი ნანა დამხვდა, ოჯახის უფროსი დიასახლისი. მერე მისი შვილი გავიცანი - ირინა ინაიშვილი. ირინასგან მივიღე უფლება, დამეწერა მათ ოჯახურ კუთვნილებაზე და სწორედ ირინამ მიამბო სახლის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.